პრეზენტაცია

პრეზენტაცია

2013 წლის 4 და 8 ნოემბერს  რუსული ენის მასწავლებელმა ნინო მჭედლიშვილმა  XI1   და  XI2  კლასებში ჩაატარა გაკვეთილი–პრეზენტაცია   «Страны мира». შესაბამისი ლექსიკური მასალის შესწავლის შემდეგ (თემა „სახელმწიფო“) მოსწავლეებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი ქვეყნები და გააკეთეს პრეზენტაციები მათ მიერ წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის მიხედვით  (მდებარეობა, მოსაზღვრე ქვეყნები, სახელმწიფო მმართველობა, მოსახლეობა, რელიგია, ღირსშესანიშნაობები და ა.შ.). წყვილებში მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა მოიძიეს და წარადგინეს საინტერესო მასალები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ (ბრაზილია, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები, საქართველო და ა.შ.)

ვიზიტი კრაკოვში

    eTwinningPlus პროგრამის ფარგლებში პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმყოფებოდნენ ჩვენი კათედრის წარმომადგენელი ნინო მოლაშხია და გორის №8 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ედიშერაშვილი. სასწავლო ვიზიტი „სკოლის განვითარება ევროკავშირის პროგრამების დახმარებით“ განხორციელდა. 
 სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა eTwinningPlus პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული მასწავლებლებისათვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ერთობლივი თანამშრომლობითი პროექტების დამუშავებასა და კონტაქტების დამყარებას, ასევე პროექტისათვის პარტნიორის მოძიებას. საერთაშორისო სემინარს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული მასწავლებლებიც ესწრებოდნენ.
        სასწავლო ვიზიტის მონაწილეები შეირჩნენ საჯარო კონკურსის შედეგად, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ივლისის თვეში ჩატარდა.